ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი სახლის იერსახე,  რომელსაც ინტერიერის დიზაინერები ქმნიან. დღეს-დღეობით ეს სფერო ძალიან მოთხოვნადი გახდა და მასში მოღვაწე ადამიანებიც არ იშურებებ ძალისხმევას. ბინის დაგეგმვა და მისი მომხმარებელზე მორგება საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, ყველაზე რთული კი ადამიანის პიროვნების ამოცნობა და მისთვის კომფორტის შექმნაა, ადგილი სადაც დროის უმრავლესობას ატარებთ, უნდა გამოიყურებოდეს თქვენთვის კომფორტულად და სიმშვიდესთან უნდა ასოცირდებოდეს, ფერების და ინტერიერის შერჩევის დროს, დიზაინერს ევალება იყოს ფსიქოლოგი, გამოიცნოს თქვენთვის საყვარელი ფერები, ავეჯი, აქსესუარები და მათი სინთეზით შექმნას სახლი, რომელიც იქნება თქვენთვის საყვარელი ადილი.

ახალგაზრდა არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ანი მაჭავარიანი გამოწვევებს უშიშრად იღებს და ამ დროისთვის უკვე ბევრი პროექტის ავტორიც გახლავთ, ის აწარმოებს თავის ფეისბუქ გვერდს, ყველა მოყვარულსა თუ მომვალ არქიტექტორს შეუძლია ესტუმროს და მიიღოს ინფორმაცია.

ანა თავად გვიამბობს თავისი გამოცდილების შესახებ.

Image may contain: 1 person, sunglasses

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა სტილი თავისებურად განსაკუთრებულია, მთვარია დაცული იყოს ბალანსი, ხშირ შემთხვევაში დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ მოდის ტენდენციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მოდას არ უნდა ავყვეთ, ის ძალიან არასტაბილურია, სივრცის ტრანსფორმაციას კი ბევრი დრო და და ხარჯები სჭირდება. მიყვარს როცა ოთახები შეეფერება ჩემი მომხმარებლის ხასიათს და მათთვის მაქსიმალურ კომფორტს ვქმნი, ამ დროს მე ვსვამ ძალიან ბევრ კითხვას და ვისმენ ძალიან ბევრ ისტორიას, ეს არის პროცესი, როცა ვეცნობი ჩემი დამკვეთის ფსიქოლოგიას. მე მინდა, რომ ჩემი კლიენტი თავის სახლში ბედნიერად გრძნობდეს თავს.

მომხმარებელს ბედნიერების გრძნობა ეუფლება, როცა მას აქვს მაქსიმალური კომფორტი, ეს არის მთავარი. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ,ისაუბრონ, იცხოვრონ ნამდვილი რეალური ცხოვრებით. არაფერია უკეთესი, ვიდრე სახლში იყო  ოჯახთან  და მეგობრები ერთად , და მე ზუსტად ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია.

ყოველთვის ვიბრძვი, რომ ყველაფერი იდეალურთან იყოს მიახლოებული , მაგრამ არასდროს არაფერია იდეალური …

პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ფერებს მიანიჭონ გადამწყვეტი მნიშნელობა, რადგან  მათ აქვთ გავლენა ადამიანზე. ფერები დაყოფილია ცივ და თბილ ფერთა გამებად, მათ შორისაა გარდამავალი  და  ნეიტრალური ფერებიც. ინტერიერის დიზაინში ცივი ფერების დომინირებისას – არსებობს რამდენიმე საშუალება, მათი განეიტრალების და დათბობის, ასევე არის თბილი ფერების დომინირების დროს – შესაძლოა მათი დარბილება და ოდნავ გაციება.

რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, რადგან ფერიდან ფერში გადასვლა ძალიან დიდ ყურადღებას და ცოდნას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია არასასურველ შედეგამდე მივიდეთ – მივიღოთ უგემოვნო ფერთა ქაოსი.

დიახ, სულ რამდენიმე დღეა გავხსენი ფეისბუქ გვერდი, რომელსაც  Architecture A.M   დავარქვი სადაც იქნება არამარტო ჩემი, ასევე ცნობილი არქიტექტორებისა და დიზაინერების საინტერესო ნამუშევრები. ეს გვერდი იმისთვის შეიქმნა, რომ მომავალში ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ქართულ ენაზე მივაწოდო სრული ინფორმაცია, ამით ჩემს აზრს ვუზიანებ მომავალ კოლეგებსა და  უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რაიმე წვრილს შევიტან მათ განვითარებაში.

დიახ, რა თქმა უნდა, ადამიანი ყოვეთვის  უნდა იყო ახალი იდეების ძიებაში. მე და ჩემი პარტნიორი ვაპირებთ  გავაკეთოთ კომპანია, რომელიც შემოგთავაზებთ დიზაინერული და სარემონტო მომსახურების სრულ პაკეტს.

No automatic alt text available.

გმადლობთ ყურადღებისთვის.

" />
GE   /   EN
ბლოგი

Architecture A.M

  • რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა სტილი თავისებურად განსაკუთრებულია, მთვარია დაცული იყოს ბალანსი, ხშირ შემთხვევაში დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ მოდის ტენდენციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მოდას არ უნდა ავყვეთ, ის ძალიან არასტაბილურია, სივრცის ტრანსფორმაციას კი ბევრი დრო და და ხარჯები სჭირდება. მიყვარს როცა ოთახები შეეფერება ჩემი მომხმარებლის ხასიათს და მათთვის მაქსიმალურ კომფორტს ვქმნი, ამ დროს მე ვსვამ ძალიან ბევრ კითხვას და ვისმენ ძალიან ბევრ ისტორიას, ეს არის პროცესი, როცა ვეცნობი ჩემი დამკვეთის ფსიქოლოგიას. მე მინდა, რომ ჩემი კლიენტი თავის სახლში ბედნიერად გრძნობდეს თავს.

  • თქვენ თქვით, რომ გსურთ თქვენი მომხმარებელი ბედნიერი იყოს, რა ხდის მას ბედნიერს?

მომხმარებელს ბედნიერების გრძნობა ეუფლება, როცა მას აქვს მაქსიმალური კომფორტი, ეს არის მთავარი. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ,ისაუბრონ, იცხოვრონ ნამდვილი რეალური ცხოვრებით. არაფერია უკეთესი, ვიდრე სახლში იყო  ოჯახთან  და მეგობრები ერთად , და მე ზუსტად ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია.

  • გაქვთ რაიმე წესები?

ყოველთვის ვიბრძვი, რომ ყველაფერი იდეალურთან იყოს მიახლოებული , მაგრამ არასდროს არაფერია იდეალური …

  • რა რჩევას მიცემდით თქვენს კლიენტებს ?

პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ფერებს მიანიჭონ გადამწყვეტი მნიშნელობა, რადგან  მათ აქვთ გავლენა ადამიანზე. ფერები დაყოფილია ცივ და თბილ ფერთა გამებად, მათ შორისაა გარდამავალი  და  ნეიტრალური ფერებიც. ინტერიერის დიზაინში ცივი ფერების დომინირებისას – არსებობს რამდენიმე საშუალება, მათი განეიტრალების და დათბობის, ასევე არის თბილი ფერების დომინირების დროს – შესაძლოა მათი დარბილება და ოდნავ გაციება.

  • და თქვენი აზრით ეს ყველაფერი მარტივია გამოუცდელი ადამიანისთის?

რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, რადგან ფერიდან ფერში გადასვლა ძალიან დიდ ყურადღებას და ცოდნას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია არასასურველ შედეგამდე მივიდეთ – მივიღოთ უგემოვნო ფერთა ქაოსი.

  • როგორც ვიცით რამდნენიმე დღის წინ გახსენით ფეისბუქ გვერდი, მოგვიყევით მის შესახებ.

დიახ, სულ რამდენიმე დღეა გავხსენი ფეისბუქ გვერდი, რომელსაც  Architecture A.M   დავარქვი სადაც იქნება არამარტო ჩემი, ასევე ცნობილი არქიტექტორებისა და დიზაინერების საინტერესო ნამუშევრები. ეს გვერდი იმისთვის შეიქმნა, რომ მომავალში ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ქართულ ენაზე მივაწოდო სრული ინფორმაცია, ამით ჩემს აზრს ვუზიანებ მომავალ კოლეგებსა და  უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ რაიმე წვრილს შევიტან მათ განვითარებაში.

  • არის რაიმე ახალი პროექტი რომელზეც აპირებთ მუშაობას?