ზაჰა ჰადიდმა საკუთარი არქიტექტურული ფირმა „Zaha Hadid Architects“ 1979 წელს პატრიკ შუმახერთან ერთად ჩამოაყალიბა. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფირმებთან და გამოირჩევა ინოვაციური იდეებით. თავისი ნამუშევრებით იგი თითქოს ექსპერიმენტებს ატარებს სივრცეში, ცდილობს გასცდეს დაწესებულ საზღვრებს და ახალი პროდუქტი შესთავაზოს საზოგადოებას. მისი დიზაინით შექმნილი შენობები საქვეყნოდაა ცნობილი და ძნელია გამოყო რომელიმე მათგანი. როგორც კი შეხედავ მათ, მიხვდები, რომ მათზე ჰადიდის სტუდია მუშაობდა.

ზაჰა ჰადიდი მაგალითია ყველა იმ ქალისთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სურს „მამაკაცების“ პროფესიაში და ეს შეუძლებლად მიაჩნია. არქიტექტორს უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეძლო და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის არქიტექტორი გახდა.

„დიახ, მე ვარ ფემინისტი, რადგან ყველა ქალს ვხედავ როგორც, ყველაზე ჭკვიან, ნიჭიერსა და ძლიერს.“ – ზაჰა ჰადიდი

hzaha hadid-ის სურათის შედეგი

hzaha hadid-ის სურათის შედეგი

hzaha hadid-ის სურათის შედეგი

hzaha hadid-ის სურათის შედეგი

zaha hadid architecture-ის სურათის შედეგი

" />
GE   /   EN
ბლოგი

ზაჰა ჰადიდი - ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი არქიტექტურაში

„თუ ადვილი ცხოვრება გსურს, არ გახდე არქიტექტორი“ – ზაჰა ჰადიდი

ზაჰა ჰადიდი ერაყში დაბადებული ბრიტანელი არქიტექტორია; იგი პირველი ქალია, რომელმაც მამაკაცებით სავსე არქიტექტურულ სამყაროში თამამად შეაბიჯა და თანამედროვე არქიტექტურა „თავის ჭკუაზე მოიყვანა“. ზაჰა ჰადიდი უნიკალური ხედვის ადამიანი იყო, მან თავისი ნიჭი არა მხოლოდ შენობების, არამედ ავეჯის დიზაინსა და მოდაშიც წარმატებით გამოვლინა. 

 არაერთი კონკურსის გამარჯვებული, ჰადიდის არქიტექტურა სახასიათო სტილითა და ფორმებით გამოირჩევა – მისი შენობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყველაზე ადვილად ამოცნობადია. არსანიშნავია, რომ ზაჰა ჰადიდ პირველი ქალი და პირველი მუსლიმი არქიტექტორია, ვინც არქიტექტურის უმაღლესი ჯილდო „პრიცკერი“ მიიღო 2004 წელს (ეს ჯილდო ნობელის პრემიის ეკვივალენტია არქიტექტორებისთვის)