დემაქს ჯგუფის ახალი პროექტი ვაკეში

image

Royal Vake, დემაქს ჯგუფის ახალი პროექტია რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირიდან 300 მეტრში, მშვიდ და გამწვანებულ გარემოში. სუფთა ეკოლოგიას და სიმყუდროვეს ქმნის რეკრეაციული ზონა, რომელიც დამტკიცებულია ქალაქ თბილისის გენერალური განაშენიანების პროექტით.

Royal Vake ელიტარული 21 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომლის 4 სართული ეთმობა პარკინგს. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენება სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს თქვენი ცხოვრებისთვის. დახვეწილ არქიტექტურასთან ერთად კორპუსს საცხოვრებლად მიმზიდველს ხდის ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-45% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. შუშის აივნები, ვიტრაჟები და უმაღლესი ხარისხის Schüco-ს ფირმის გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა ბინას ნათელ და თანამედროვე ელფერს მატებს.