ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები -Bauer Group

image

წარმატებით დასრულდა დემაქს ჯგუფის ახალი პროექტის Royal Vake ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა გერმანულმა საერთაშორისო კომპანია ბაუერმა შეასრულა.
როდესაც საქმე მშენებლობას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური საძირკვლის მოწყობაა. სწორედ ამიტომ, ეს საქმე მივანდეთ ისეთ სანდო და მსოფლიოში აღიარებულ ხარისხის სტანდარტს, როგორიც ბაუერ გრუპია.
ფუნდამენტად გამოყენებულია საძირკვლის მოწყობის გავრცელებული ტიპებიდან ყველაზე საიმედო - ხიმინჯებით მოწყობა.
Royal Vake -ს ფუნდამენტში გამოყენებული ხიმინჯების სიგრძე 60 მეტრამდე აღწევს და სრულყოფილად არის შესული კლდოვან ფენაში, რაც შენობის სიმყარის გარანტიაა.
დემაქს ჯგუფი არის პირველი კომპანია თბილისში, რომელმაც მსგავსი მოცულობის საძირკველის სამუშაოები განახორციელა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს პროექტის მშენებლობის მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ეს ,,როიალ ვაკეა"

ოფისის მისამართი: ფალიაშვილის 26
ტელეფონის ნომერი: 514 11 11 14