ინფორმაცია

საერთო ფართი - 56.4

შიდა ფართი - 44.8

საზაფხულო ფართი - 11.6

ჰოლი - 4.0

მისაღები ოთახი - 21.5

საძინებელი - 13.0

სველი წერტილი - 4.6

სესხის კალკულატორი

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Royal Vake, დემაქს ჯგუფის გამორჩეული პროექტია, თავისი ადგილმდებარეობითა და უნიკალური გეგმარებით. ბინა ვაკეში მდებარეობს, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს 2 მისადგომი, ახალი გზის მხრიდან, კორტების მიმდებარედ და ყიფშიძის ქუჩის მხრიდან.

Royal Vake გარემოცულია რეკრეაციული ზონით, კეთილმოწყობილი ეზოთი და საბავშვო/სპორტული მოედნებით. მშენებარე ბინაში ასევე განთავსდება სასეირნო ბილიკები და ველოტრასა.
დახვეწილ არქიტექტურასთან ერთად კორპუსს საცხოვრებლად მიმზიდველს ხდის ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-40% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.
შუშის აივნები, ვიტრაჟები და გერმანული კომპანია Hueck-ის ალუმინის კარ-ფანჯარა ბინას ნათელ და თანამედროვე ელფერს მატებს.

მშენებარე ბინა ვაკეში მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორის ერთ-ერთი გარემოა. აქ გაქვს შესაძლებლობა იცხოვრო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში, თბილისის ცენტრალურ ნაწილში; მშვიდი საცხოვრებელი სივრცე დაცვის განსაკუთრებული სისტემით გამოირჩევა; კონსიერჟის სერვისთან ერთად დიდი ლობი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია. პროექტი ასევე მოიცავს: 2 ჰექტარი "მწვანე პარკი" , ღია საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, სპა ცენტრი, ველობილიკები, კორტები მიმდებარედ, პანორამული ხედები, მშენებლობის მაღალი ხარისხი, ოთხსართულიანი ავტოსადგომი. პროექტის მთავარი იდეაა შევქმნათ გარემო სადაც ყველაფერია ერთ სივრცეში.

ახლომდებარე ობიექტები ხეჩინაშვილის კლინიკა 2 წუთი (160მ)  თიბისი ბანკი 3 წუთი (250მ) თურქეთის საელჩო 4 წუთი  (300მ)  მზიურის კორტები 5 წუთი (450მ)  ფიტნეს კლუბი ოკტოპუსი 5 წუთი (450მ)  კარფური 8 წუთი (650მ)  აგრო ჰაბი 9 წუთი (750მ)  ვენდისი 8 წუთი (650მ)  დანქინ დონატსი 8 წუთი (650მ)  ლიბერთი ბანკი 11 წუთი (850მ)  ვაკის პარკი 13 წუთი  (1000მ)

 

 

 

დემაქს ჯგუფი გთავაზობთ 0% შიდა განვადებას 20 თვის ვადით, გადახდა კი 3 ეტაპად ხდება:
1-  20% - წინასწარი შესატანი
2- 30% - გადანაწილდება შიდა ურპოცენტო 20 თვიან განვადებაზე
3- 50% - გადაიხდით პროექტის დასრულების შემდეგ.

დემაქს ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა მსხვილ ბანკთან საქართველოში, რათა დაეხმაროს მობინადრეებს ფინანსური მოთხოვნების უზრუნველყოფაში.

ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის მიმდებარედ. სიმყუდროვეს და ეკოლოგიას ქმნის რეკრეაციული ზონა, რომელიც დამტკიცებულია ქალაქ თბილისის გენერალური განაშენიანების პროექტში.

კონდიცია: მწვანე კარკასი

- ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-45% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.

- ფასადი - იტალიური MAZZONETTO -ს მაღალი ხარისხის კომპოზიტური პანელი

- გარე კედლები - თერმოიზოლირებული პემზის ბლოკი XPS -ით და თერმო ლესვით.

- შიდა ტიხრები - ინდივიდუალური დაგეგმარება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, გალესილი გაჯით.

- კარ-ფანჯარა- გერმანული კომპანია Hueck-ის ალუმინის ფროფილი და ორმაგი დაბალ ემისიური Saint Gobain - ის (ფრანგული) შუშა. 

- ხმაგაუმტარი და უსაფრთხო 2მმ მეტალის კარი

- სანტექნიკა -ხმაგაუმტარი “VALSIR” -ის მილები

- ჭერის სიმაღლე - 3.30 მ

- მოჭიმული იატაკი, გამზადებული პარკეტის დასაგებად.

- აივნები – მეტალი და ნაწრთობი შუშა.

- აივნის იატაკი - მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ყინვაგამძლე ფილებით.

- ლიფტი - ამერიკული ბრენდი OTIS

- უსაფრთხოების სისტემა - პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი