company about us

დემაქს ჯგუფი

„დემაქს ჯგუფის“ შესახებ

„დემაქს ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ის უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და სამშენებლო პროექტების ხარისხის დამსახურებით, მოკლე დროში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. პროფესიონალი დეველოპერების, არქიტექტორების, დიზაინერებისა და მენეჯერების ერთიანი ძალისხმევით, „დემაქს ჯგუფმა“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რითაც ინდუსტრიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კომპანიამ თავიდანვე მიზნად დაისახა მობინადრეებისთვის მშვიდი და კომფორტული გარემო შეექმნა. „დემაქს ჯგუფის“ პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, საცხოვრებელი კომპლექსები აშენდა თბილისის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე, გარეუბნებში.

  

გამოცდილება და ხარისხი

სამშენებლო ინდუსტრიაში „დემაქს ჯგუფს“ მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალური თვითდისციპლინა გამოარჩევს.


დეველოპერის რეპუტაცია მშენებლობის ხარისხს, პროექტის დროულად ჩაბარებას, ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებსა და ინოვაციურ მიდგომებს ემყარება. კომპანია აქტიურად მუშაობს ISO სტანდარტის დანერგვაზე. ყოველივე ამის საფუძველზე, „დემაქს ჯგუფმა“ საიმედო ბიზნესპარტნიორის სახელი დაიმკვიდრა დეველოპერულ ბაზარზე.

 

პროფესიონალური მიდგომა და ღირებულებები

საცხოვრებელი ბინა გულდასმით იგეგმება.


საქმიანობის ყველა ეტაპზე კომპანია ზრუნავს როგორც მობინადრეების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, ასევე, ეკოლოგიაზე. სამშენებლო პროექტების დაგეგმარებისას „დემაქს ჯგუფი“ ზედმიწევნით ყურადღებით არჩევს:
* გარემოს, სადაც საცხოვრებელი ბინა უნდა აშენდეს
* უსაფრთხო სამშენებლო მასალებს
* ენერგოეფექტურ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს


უშუალოდ, მშენებლობის პროცესში „დემაქს ჯგუფი“ გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს შემდეგ ფაქტორებს:


* კვალიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობას
* თანამედროვე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას
* პოტენციური მყიდველების ინტერესების გათვალისწინებით, მაქსიმალური კომფორტის შექმნას
* სამშენებლო სამუშაოების ხარისხის აქტიურ მონიტორინგს
* გადახდის მოქნილი სერვისების შეთავაზებას


„დემაქს ჯგუფის“ პროექტები 

ყოველ პროექტს მისთვის დამახასიათებელი ხელწერა გამოარჩევს.


ამ დროისათვის, კომპანია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის N22-ში, პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კომპლექსს Demax Vake-ს აშენებს. ასევე, მიმდინარე პროექტია Demax Saburtalo, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას N2ბ-ში შენდება.


პროექტირებისას, „დემაქს ჯგუფი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაცხოვრებლების საჭიროებებს. არქიტექტურული გადაწყვეტა მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ასევე, დასასვენებელ და სარეკრეაციო სივრცეებს, რაც ქალაქის ცენტრში მშვიდი და კომფორტული ცხოვრების წინაპირობაა.


ყველა კორპუსში მოსახერხებელი მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული. დაგეგმარებისას, კორპუსების პირველი სართული მოსახლეობისთვის საჭირო ობიექტებისთვისაა გათვალისწინებული.

 
პარტნიორები

უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე „დემაქს ჯგუფის“ წარმატება მისი ძლიერი და საიმედო პარტნიორების დამსახურებაცაა.

წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან, პროდუქტისა და სერვისის მომწოდებლებთან, დეველოპერებთან და სხვა კონტაქტორებთან თანამშრომლობამ „დემაქს ჯგუფს“ მობინადრეებისთვის გამორჩეული სამშენებლო ხარისხისა და სერვისების შეთავაზების შესაძლებლობა მისცა.

 

რატომ „დემაქს ჯგუფი“?

„დემაქს ჯგუფი“ არის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც საკუთარ მისიას სრულყოფილი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში ხედავს. ესაა პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელიც არქიტექტურულ გადაწყვეტილებას მობინადრეთა საჭიროებებზე მორგებული პირობების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ურბანული დაგეგმარების გათვალისწინებით ქმნის. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს მშვიდ და ჰარმონიულ ცხოვრებაზე.

+995514111114
თბილისი, ააფაქიძის 11 info@demax.ge
company about us

„დემაქს ჯჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ის უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა და სამშენებლო პროექტების ხარისხის დამსახურებით, მოკლე დროში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. პროფესიონალი დეველოპერების, არქიტექტორების, დიზაინერებისა და მენეჯერების ერთიანი ძალისხმევით, „დემაქს ჯგუფმა“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რითაც ინდუსტრიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კომპანიამ თავიდანვე მიზნად დაისახა მობინადრეებისთვის მშვიდი და კომფორტული გარემო შეექმნა. „დემაქს ჯგუფის“ პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, საცხოვრებელი კომპლექსები აშენდა თბილისის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე, გარეუბნებში.

პარტნიორები

  • SOLO
  • TBC Concept
  • TBC Bank
  • Bank of Georgia
  • VTB Bank
  • Liberty Bank
  • Bauer
  • Bedegi
  • Valsir
  • Fundermax
  • Geosteel
  • Hyundai
  • Heidelbergcement
  • Mega Block
  • Roto
  • OTIS
  • Rehau