Demax ბიზნეს ცენტრი კომპანიის ექსკლუზიური პროექტია. მშვიდი, მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა ბიზნეს-ცენტრს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. მცირესართულიანი არქიტექტურა, ტრადიციული და თანამედროვე ტრენდების შერწყმით შეიქმნა.
* შენობის ექვს სართულზე საოფისე ფართებია განლაგებული * ფართო ვიტრაჟები ოფისების დღის შუქით განათებას უწყობს ხელს * პირველ სართულზე კეთილმოწყობილი რესეფშენი * ოფისებს კონსიერჟი ემსახურება * განტვირთვის სივრცეები ღია სივრცესა და ტერასის ლაუნჯში * მაქსიმალურადაა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები * გამართული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა * ოფისების ინტერიერის ინდივიდუალურად მოწყობის შესაძლებლობა
ადგილმდებარეობა
ბიზნესის მართვა ქალაქის ცენტრის მშვიდი უბნიდან
დემაქსის ბიზნეს ცენტრი ონიაშვილის #28-ში მდებარეობს. წყნარი უბანი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობას განსაკუთრებულად კომფორტად აქცევს. ბიზნეს-ცენტრი ჟვანიას მოედანთან ახლოსაა განთავსებული, რაც თბილისის ნებისმიერ უბანში გადაადგილებას აადვილებს.
არქიტექტურა და დიზაინი
მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება
„ონიაშვილი 28“-ის მოხდენილი არქიტექტურული გადაწყვეტა მას ურბანული დაგეგმარების გამორჩეულ ნაწილად აქცევს. ბიზნეს-ცენტრს საერთო ფართი 2550 კვ.მ უჭირავს. II-VII სართულებზე განლაგებული საოფისე ფართების სივრცე 180-195 კვ.მ მერყეობს. ვესტიბიულსა და ოფისებში დღის სინათლე ჭარბად აღწევს და გარემოს სიმშვიდის შეგრძნებით ავსებს.
ბიზნეს-ცენტრს საკუთარი პარკინგი აქვს. ორი ავტოსადგომი, საერთო ჯამში, 279 კვ.მ. ფართობს იკავებს და 12 ავტომობილის განთავსების საშუალებას იძლევა.
„ონიაშვილი 28“ არის საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვისაც ბიზნესის მართვა სურს ქალაქის ცენტრის მშვიდი უბნიდან.
დაგვიკავშირდით
ვირტუალური ტურის მეშვეობით, თქვენთვის სასურველ დროს შეგიძლიათ გაეცნოთ რა მასალით ვაშენებთ ბინებს