დემაქს საბურთალო


საცხოვრებელი კომპლექსი

Demax Saburtalo-ს დაგეგმარებისას გვქონდა ამოცანა შეგვექმნა A კლასის პროექტი, რომელიც, განთავსებული იქნებოდა ქალაქის ცენტრში და ამავდროულად, მობინადრეებს მშვიდი ცხოვრების საშუალებასაც მისცემდა. თანამედროვე საქმიანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ყველა კომფორტი ერთ სივრცეში ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, Demax Saburtalo-ს პროექტში გავითვალისწინეთ გამწვანებული ვერანდები, კაფე, სუპერმარკეტი და თანამედროვე ლობი, კონსიერჟის სერვისით. Demax Saburtalo-ს აქვს ორდონიანი ავტოსადგომი. საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარეობს და მობინადრეს, ერთ სივრცეში, საქმიანი შეხვედრებისა და განტვირთვის საშუალებას უქმნის.

 

ადგილმდებარეობა

ქალაქის ცენტრში, მყუდრო ადგილას

Demax Saburtalo-სთვის ისეთი ადგილმდებარეობა შევარჩიეთ, რომელიც საქმიან გარემოსთან და ამავდროულად, ბუნებასთანაა ახლოს. Demax Saburtalo ანა პოლიტკოვსკაიას დასაწყისში მდებარეობს და თავისი არქიტექტურით ამ ახალგაზრდა უბნის ურბანულ განაშენიანებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი უპირატესობა გარემოა, ხოლო გამწვანებული ვერანდებით Demax Saburtalo ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. მაცხოვრებლებს ბინასთან ახლოს აქვთ ისეთი ობიექტები, როგორებიცაა:• მეტრო „უნივერსიტეტი“

• სავაჭრო ცენტრები

• კაფეები და რესტორნები

• უმაღლესი სასწავლებლები

• სამედიცინო დაწესებულებები

• სკოლები

ჩაბარების პირობები

 
ბინები ბარდება გარემონტებულ და მწვანე კარკასის კონდიციაში
მწვანე კარკასი მოიცავს:
• ევროპული წარმოების ალუმინის კარ-ფანჯარა
• ევროპული წარმოების მეტალის კარი ხის ფაქტურით
• ელექტროგაყვანილობა
• ენერგოეფექტური ლესვა
• ამოყვანილი შიდა ტიხრები
• მოჭიმული იატაკი
• ცენტრალური გათბობის მილები

გალერეა

კონტაქტი

+995 514 111 114
info@demax.ge
Გმადლობთ! თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა...
თქვენი შეტყობინება არ გაიგზავნა, გთხოვთ გადამოწმოთ ზემოთ მოცემული ველები.