Demax Saburtalo-ს დაგეგმარებისას გვქონდა ამოცანა შეგვექმნა A კლასის პროექტი, რომელიც, განთავსებული იქნებოდა ქალაქის ცენტრში და ამავდროულად, მობინადრეებს მშვიდი ცხოვრების საშუალებასაც მისცემდა. თანამედროვე საქმიანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ყველა კომფორტი ერთ სივრცეში ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, Demax Saburtalo-ს პროექტში გავითვალისწინეთ გამწვანებული ვერანდები, კაფე, სუპერმარკეტი და თანამედროვე ლობი, კონსიერჟის სერვისით. Demax Saburtalo-ს აქვს ორდონიანი ავტოსადგომი. საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარეობს და მობინადრეს, ერთ სივრცეში, საქმიანი შეხვედრებისა და განტვირთვის საშუალებას უქმნის.
ადგილმდებარეობა
ქალაქის ცენტრში, მყუდრო ადგილას
Demax Saburtalo-სთვის ისეთი ადგილმდებარეობა შევარჩიეთ, რომელიც საქმიან გარემოსთან და ამავდროულად, ბუნებასთანაა ახლოს. Demax Saburtalo ანა პოლიტკოვსკაიას დასაწყისში მდებარეობს და თავისი არქიტექტურით ამ ახალგაზრდა უბნის ურბანულ განაშენიანებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი უპირატესობა გარემოა, ხოლო გამწვანებული ვერანდებით Demax Saburtalo ბუნებასთან ჰარმონიულადაა შერწყმული. მაცხოვრებლებს ბინასთან ახლოს აქვთ ისეთი ობიექტები, როგორებიცაა:
• მეტრო „უნივერსიტეტი“
• სავაჭრო ცენტრები
• კაფეები და რესტორნები
• უმაღლესი სასწავლებლები
• სამედიცინო დაწესებულებები
• სკოლები
დაგვიკავშირდით
ვირტუალური ტურის მეშვეობით, თქვენთვის სასურველ დროს შეგიძლიათ გაეცნოთ რა მასალით ვაშენებთ ბინებს