პროექტი

image

კომპანია

დემაქს ჯგუფი - პროფესიონალი მენეჯერების, დეველოპერების, დიზაინერებისა და არქიტექტორების გუნდია, რომელსაც ზურგს სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს.

ჩვენი მთავარი ორიენტირი ხარისხია, წარმატებული საქმიანობის ფაქტორი კი სწორი და ეფექტური მენეჯმენტი, მუდმივი განვითარება, ინოვაციების დანერგვა და მკაცრი ფინანსური დისციპლინა.

ჩვენი რეპუტაცია ხარისხიან მშენებლობასა და ინოვაციურ მიდგომებზეა დაფუძნებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დემაქს ჯგუფმა უკვე მოიპოვა სანდო, საიმედო ბიზნესპარტნიორის სახელი დეველოპერულ ბაზარზე.

„Demax Group“ მომხმარებლებს სთავაზობს  მშენებლობის ვადაში დასრულებას, ენერგოეფექტურ პროექტებსა და მომხმარებელზე მორგებულ გადახდის პირობებს.

 ამ ეტაპზე დემაქს ჯგუფი ახორციელებს 2 პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას თბილისის ცენტრში: Royal Vake ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში და LandMark Jiqia საბურთალოზე, ჯიქიას ქ. N2.

ჩვენ დაგეხმარებით შეიძინოთ სახლი, რომელიც სრულყოფილია!

სიახლეები

დემაქსის ბიზნეს ცენტრი ონიაშვილზე

წარმატებით მიმდინარეობს დემაქსის ბინზეს ცენტრის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დასრულდება.

ა კლასის ბინზეს ცენტრების მშენებლობა დემაქს ჯგუფის კიდევ ერთი მიმართულებაა.

დემაქსის ბიზნეს ცენტრი ონიაშვილზე, პოლინეთის საელჩოს გვერდით მდებარეობს.  ა კლასის, საერთაშირისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრი ჯამში  2 400 კვ.მ-ს მოიცავს, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს მოემსახურება. 7 სართულიან კომპლექსს გააჩნია საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადომი, ლობი/რეცეფცია კონსიერჟის სერვისით, საქმიანი შეხვედრების ოთახები, ბარი ტერასაზე.

თუ უძრავ ქონებაში ინვესტიციას ფიქრობ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა.

სრულად ნახვა

ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები -Bauer Group

წარმატებით დასრულდა დემაქს ჯგუფის ახალი პროექტის Royal Vake ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა გერმანულმა საერთაშორისო კომპანია ბაუერმა შეასრულა.
როდესაც საქმე მშენებლობას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური საძირკვლის მოწყობაა. სწორედ ამიტომ, ეს საქმე მივანდეთ ისეთ სანდო და მსოფლიოში აღიარებულ ხარისხის სტანდარტს, როგორიც ბაუერ გრუპია.
ფუნდამენტად გამოყენებულია საძირკვლის მოწყობის გავრცელებული ტიპებიდან ყველაზე საიმედო - ხიმინჯებით მოწყობა.
Royal Vake -ს ფუნდამენტში გამოყენებული ხიმინჯების სიგრძე 60 მეტრამდე აღწევს და სრულყოფილად არის შესული კლდოვან ფენაში, რაც შენობის სიმყარის გარანტიაა.
დემაქს ჯგუფი არის პირველი კომპანია თბილისში, რომელმაც მსგავსი მოცულობის საძირკველის სამუშაოები განახორციელა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს პროექტის მშენებლობის მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

ეს ,,როიალ ვაკეა"

ოფისის მისამართი: ფალიაშვილის 26
ტელეფონის ნომერი: 514 11 11 14

სრულად ნახვა

Royal Vake - ახლომდებარე ობიექტები

საუკეთესო მდებარეობა ვაკეში

თუ ქა­ლა­ქის მთა­ვარ ობი­ექ­ტებ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა და ამავდრო­უ­ლად, სუფ­თა ჰა­ე­რი გინდა.

დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ Demax Group-მა ვა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო პრო­ექტ Royal Vake-ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც დიდ რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას, ისე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბის კომ­ფორ­ტს გთა­ვა­ზობთ.

Royal Vake - ეს არის პრე­მი­უმ კლა­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­დან  250 მეტრში შენ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქუ­ჩის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც უამ­რა­ვი ბიზ­ნეს-ცენ­ტრი, ოფი­სი, კაფე და რეს­ტო­რა­ნია, კარგ ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუსს გარ­შე­მო 20 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მწვა­ნე სივ­რცე აკ­რავს და შე­სა­ბა­მი­სად, მშვი­დად ცხოვ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია.

 Royal Vake კომპლექსის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ერ­თგვარ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ კომ­პლექსსაც წარ­მო­ად­გენს. სა­ცხოვ­რებ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია მო­ი­ცავს დიდ სა­ცუ­რაო აუზს, ფიტ­ნეს და სპა ცენ­ტრს, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებს, სარ­ბენ ბი­ლიკს, ვე­ლო­ბი­ლიკს, სა­ბავ­შვო სპორ­ტულ და გა­სარ­თობ მო­ედ­ნებს.

მყუდრო და ელეგანტური დიზაინის შენობა იცავს თავის მოსახლეობას ქალაქის ხმაურისგან.

ახლომდებარე ობიექტები

  • ხეჩინაშვილის კლინიკა 2 წუთი (160მ)
  • თიბისი ბანკი 3 წუთი (250მ)
  • თურქეთის საელჩო 4 წუთი  (300მ)
  • მზიურის კორტები 5 წუთი (450მ)
  • ფიტნეს კლუბი ოკტოპუსი 5 წუთი (450მ)
  • კარფური 8 წუთი (650მ)
  • აგრო ჰაბი 9 წუთი (750მ)
  • ვენდისი 8 წუთი (650მ)
  • დანქინ დონატსი 8 წუთი (650მ)
  • ლიბერთი ბანკი 11 წუთი (850მ)
  • ვაკის პარკი 13 წუთი (1000მ)

სრულად ნახვა

რას გთავაზობთ პრემიუმ ხარისხში

Roya Vake - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომლის მშენებლობაში გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო და ენერგოეფექტური მასალები. პროექტი მოიცავს პრემიუმ სტანდარტების ინფრასტრუქტურას: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, კეთილმოყობილი ლობი, გამწვანებული სკვერები, საბავშვო მოედნები და დაცული ტერიტორია მობინადრეების მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის.

გთავაზობთ მაქსიმალური უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხოებისა და გამძლეობის იდეალურ სინთეზს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად:

  • ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-45% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.
  • ფასადი - იტალიური MAZZONETTO -ს მაღალი ხარისხის კომპოზიტური პანელი
  • გარე კედლები - თერმოიზოლირებული პემზის ბლოკი XPS -ით და თერმო ლესვით.
  • შიდა ტიხრები - ინდივიდუალური დაგეგმარება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, გალესილი გაჯით.
  • კარ-ფანჯარა- გერმანული კომპანია Hueck-ის ალუმინის ფროფილი და ორმაგი დაბალ ემისიური Saint Gobain - ის (ფრანგული) შუშა. 
  • ხმაგაუმტარი და უსაფრთხო 2მმ მეტალის კარი
  • სანტექნიკა -ხმაგაუმტარი “VALSIR” -ის მილები
  • ჭერის სიმაღლე - 3.30 მ
  • მოჭიმული იატაკი - გამზადებული პარკეტის დასაგებად.
  • აივნები – მეტალი და ნაწრთობი შუშა.
  • აივნის იატაკი - მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ყინვაგამძლე ფილებით.
  • ლიფტი - ამერიკული ბრენდი OTIS

შეარჩიე ბინა ვაკეში

სრულად ნახვა

დემაქს ჯგუფის ახალი პროექტი ვაკეში

Royal Vake, დემაქს ჯგუფის ახალი პროექტია რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირიდან 300 მეტრში, მშვიდ და გამწვანებულ გარემოში. სუფთა ეკოლოგიას და სიმყუდროვეს ქმნის რეკრეაციული ზონა, რომელიც დამტკიცებულია ქალაქ თბილისის გენერალური განაშენიანების პროექტით.

Royal Vake ელიტარული 20 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომლის 4 სართული ეთმობა პარკინგს. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენება სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს თქვენი ცხოვრებისთვის. დახვეწილ არქიტექტურასთან ერთად კორპუსს საცხოვრებლად მიმზიდველს ხდის ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-45% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. შუშის აივნები, ვიტრაჟები და უმაღლესი ხარისხის Schüco-ს ფირმის გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა ბინას ნათელ და თანამედროვე ელფერს მატებს.

ბინა ვაკეში

სრულად ნახვა